11 ივნისი, 2017

ია შუღლიაშვილის საერთაშორისო წარმატება

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ია შუღლიაშვილი ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად აღიარეს.

ქართველმა ხელოვანმა ეს ჯილდო ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმში “ჩემი ბედნიერი ოჯახი” შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო.

ამავე ფესტივალზე ფილმმა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” გაიმარჯვა და კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ტრანსილვანიი თასი გადაეცა.