26 ივნისი, 2017

“გადაარჩინეთ დანგრევას საუკუნეებგამოვლილი საქართველოს საგანძური!”

ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს თხოვნით მიმართავს – გადაარჩინეთ დანგრევას საუკუნეებგამოვლილი საქართველოს საგანძური.

მარიამ ხაჭვანი უშგულის მკვიდრია და ყველაზე კარგად იცის იქაური ძეგლების მდგომარეობა:

“ბატონო პრემიერო, გთხოვთ, დაუყონებლივ შეისწავლოთ უშგულის საკითხი და ერთდროულად მოხდეს დანგრევის პირას მყოფი კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია.

გთხოვთ, დაიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის და ათასობით ტურისტის უსაფრთხოება.

გთხოვთ, გადაარჩინეთ დანგრევას საუკუნეებგამოვლილი საქართველოს საგანძური.

როგორც უკვე ნახეთ, უშგულის სამი უბნის: ჟიბიანი, ჩვიბიანი და მურყმერის კოშკები და მაჩუბები ამ ზამთრამდე ვერცერთი ვერ გასტანს.

დღე-დღეზე ჩამოინგრევა ფრიდონ ნიჟარაძის კოშკიც და უკვე უშგულის უბნებში გადაადგილებაც კი საფრთხეს უქმნის ადამიანებს.

პატივისცემით, უშგულის მკვიდრი მარიამ ხაჭვანი.”