Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ერთად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია!”

17 ივნისი, 2017

"ერთად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია!"ისტორიულ-შემეცნებით პროექტს “გააგრძელე საქართველოს ისტორია” საზოგადოებრივ მაუწყებელში დაფინანსების პრობლემა შეექმნა. მის ავტორმა გურამ ქართველიშვილმა გაითვალისწინა მაყურებლის მოთხოვნა და პროექტის გადარჩენის მიზნით ფონდი შექმნა.

გურამ ქართველიშვილი:

“ვინაიდან პროექტს “გააგრძელე საქართველოს ისტორია” შეექმნა დაფინანსების პრობლემა საზ. მაუწყებელში და თქვენგან არაერთხელ შემოვიდა წინადადება პროექტის გადასარჩენად ანგარიშის გახსნის თაობაზე, შევქმენით ფონდი “ერთად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია”, რომლის საშუალებითაც თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი წვლილის შეტანას ამ საქმეში.

იმედია ერთად შევძლებთ, წინაპრების და მომავალი თაობის წინაშე ვალის მოხდას.”

ანგარიშსწორების ანგარიში ლარში – GE57TB7887236080100007
ანგარიში უცხოურ ვალუტაში – GE85TB7887236180100004