5 ივნისი, 2017

“ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა”

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობის კოტე თოლორდავას ოჯახში, რომელიც 35 ასაკში გარდაიცვალა, კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი მოხდა.

ინფორმაციას მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ავრცელებს:

“ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა: დღეს დილით გარდაიცვალა ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის მშობლი! ადამიანის, რომელმაც თავისი ხმამაღალი სიტყვა დაუტოვა ქართულ საზოგადოებას. მსახიობის, რომელმაც სამუდამოდ დაამახსოვრა მაყურებელს თავი!

კოტე თოლორდავას დედა – ელენე ხოშტარია გარდაიცვალა. მართლაც რომ ურთულესია, ასეთი ვაჟკაცის დაკარგვის შემდეგ გააგრძელო ცხოვრება…

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს.”