25 ივნისი, 2017

“არ ვიცი, ამას რა უნდა ეშველოს”

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ქუთაისის მუზეუმის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ ამ ადგილას მაკდონალდსის შენობის აშენება გადაწყდა.

სალომე ბენიძე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მშენებლობის ფოტოს ავრცელებს:

“საკითხის ასე დასმა, მაკდონალდსი უნდა აეშენებინათ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, თუ ეკლესია, თავიდანვე არასწორი იყო.

მივესალმები მაკდონალდსსაც, ეკლესიასასაც და ნებისმიერ სხვა დატვირთვის შენობასაც, რომელიც არ არღვევს ურბანულ ქსოვილს და არ აუშნოვებს ქალაქს.

დიდი დავისა და კამათის შემდეგ, ქუთაისის ცენტრში უკვე აღმოცენდა მაკდონალდსის ეს შენობა, რომელსაც მალე ეკლესიაც დაადგება თავზე.

შედეგად, ეს ცნობილი ადგილი, ქუთაისის გული, ფაქტობრივად, განადგურებულია. არ ვიცი, ამას რა უნდა ეშველოს. დღეს ჩავიარე და მართლა ცუდად გავხდი.”