ანიტა რაჭველიშვილი საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში

ანიტა რაჭველიშვილი საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაშიმეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ქართველი საოპერო მომღერალი ეტაპობრივად სხვადასხვა დაჯილდოებების ნომინაციებშია წარდგენილი.

მსოფლიოს საუკეთესო კარმენად აღიარებული ანიტა ამჯერად Bachtrack Opera Awards 2017-ის დაჯილდოებაზე 2017 წლის საუკეთესო მომღერალი ქალის კატეგორიაშია დასახელებული.

ანიტა რაჭველიშვილთან ერთად ამ ნომინაციაზე წარდგენილი არიან მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები.

ანიტა რაჭველიშვილი:

– 2017 წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში ხმის მიცემა დაიწყო! ჩემს სახელს სიის თავში იპოვით!

“არტ ინფო” გთავაზობთ ბმულს, სადაც ქართველი მეცოსთვის ხმის მიცემაა შესაძლებელი.