2 ივნისი, 2017

აღმოჩენა არმაზის ხევში

არმაზის ხევში უძველესი ხანის ნამოსახლარი აღმოაჩინეს.

ნამოსახლარი პიტიახშთა რეზიდენციის კომპლექსის რებილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე გათხრების შედეგად გამოვლინდა.

არქეოლოგები ვარაუდობენ, ობიექტი ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეების ნამოსახლარია.

არქეოლოგიური სამუშაოები არმაზის ტერიტორიაზე უკვე 3 წელია მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში აღმოჩენილია ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების პიტიახშთა სასახლის დასავლეთი ნაწილის მინაშენებიც.