8 ივნისი, 2017

ქართველი მოაზროვნის დაჯილდოება ბაქოში სკანდალის მიზეზი გახდა

ბაქოში გამართული ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ფინალში ქართველი მოაზროვნის ია მეტრეველის დაჯილდოება სკანდალის მიზეზი გახდა.

გადაცემის წამყვანმა ქართველი მოაზროვნე 8-წლიანი ბრწყინვალე თამაშისთვის სპეციალური ორდენით დააჯილდოვა, თუმცა მისთვის ჯილდოს გადაცემა ერთ-ერთმა მოთამაშემ გუნდის კაპიტანმა როვშან ასკეროვმა გააპროტესტა.

მისი განცხადებით, გუნდმა თამაში წააგო, ამიტომ ია მეტრეველს ჯილდოს მიღების უფლება არ ჰქონდა. წამყვანმა როვშან ასკეროვს საშუალება არ მისცა სიტყვა დაემთავრებინა და ია მეტრეველს გადასცა სიტყვა.

ქართველმა მოაზროვნემ განაცხადა, რომ ნამდვილად აპირებდა ჯილდოზე უარის თქმას, თუმცა როვშან ასკეროვის საქციელის გამო, გადაწყვეტილება შეცვალა და კუთვნილი ჯილდო მიღებაზე თანხმობა განაცხადა.