21 ივნისი, 2017

საქართველოს რუკის დამახინჯება ამერიკულ ფილმში

ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა თავის ფილმში “პუტინი” საქართველოს რუკა დაამახინჯა.

ფილმში სახელმწიფოებად არის მოხსენიებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც.

ოლივერ სტოუნის ფილმი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეძღვნება და მის შესაქმნელად რეჟისორმა ვლადიმერ პუტინთან 10 ინტერვიუ ჩაწერა.

ფილმის პრემიერა, რომელიც კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს, რამდენიმე დღის წინ გაიმართა.