26 ივნისი, 2017

ელჩის წოდება ნიკოლოზ რაჭველს

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირიჟორს ნიკოლოზ რაჭველს გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭება.

ღონისძიება სასტუმრო “რუმსში” გაიმართება.

ნიკოლოზ რაჭველის გარდა, გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მინიჭებული აქვს საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესაც.

გაეროს ბავშვთა ფონდი – იუნისეფი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ აღჭურვილია მანდატით, დაიცვას ბავშვთა უფლებები, დაეხმაროს ბავშვებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მათი შესაძლებლობების სრულად რეალიზაციაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ეხმარება ბავშვთა დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებში სახელმწიფო სოციალური რეფორმის განხორციელებაში.