Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებელ კონცერტზე მხოლოდ 34 ადამიანი მივიდა

15 ივნისი, 2017

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებელ კონცერტზე მხოლოდ 34 ადამიანი მივიდაეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საზოგადოება არ აქტიურობს და კომაში მყოფი მომღერლის ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე ბილეთს არ ყიდულობს.

პირველად საქველმოქმედო კონცერტი იმიტომ ჩაიაშალა, რომ მხოლოდ 12 ბილეთი გაიყიდა. 14 ივნისს ოტიუმში დაგეგმილი საქველმოქმედო საღამო არ ჩაშლილა, თუმცა მასზე დასწრების სურვილი მხოლოდ 34-მა ადამიანმა გამოთქვა.

საქველმოქმედო საღამოს იდეის ავტორი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია:

“ადამიანი, რომელიც 9 წელიწადია ჭერს უყურებს… უკიდურესად უჭირს დედას და ბებიას, ფაქტიურად ჯოჯოხეთში ცხოვრობენ…

უმორჩილესად გთხოვდით მეც და ჩემი კოლეგებიც დახმარებას 30 ლარით, მაგრამ, 34 ადამიანი მოვიდა კონცერტზე…

საქველმოქმედო რომ არ დაგვეწერა და უბრალოდ გულაობა დაგვერქვა, გაივსებოდა დარბაზი… მოკლედ ეს ხალხი ვართ ჩვენ და ვაი ჩვენს პატრონს!!!”