Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელოვნების სასახლის საერთაშორისო აღიარება სულ უფრო მასშტაბური ხდება

ხელოვნების სასახლის საერთაშორისო აღიარება სულ უფრო მასშტაბური ხდებაერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ სივრცეში ხელოვნების სასახლისადმი მიძღვნილი კიდევ სამი ვირტუალური გამოფენა განათავსა.

ამჟამად ქართული მუზეუმი გამოფენებისა და საერთაშორისო დონეზე გამოქვეყნებული ექსპონატების რაოდენობით ამიერკავკასიის მასშტაბით ლიდერია.

გუგლის კულტურულ რუკაზე სომხეთი საერთოდ არაა წარმოდგენილი, აზრებაიჯანის სამი მუზეუმის ექსპოზიცია კი 248 ნივთს ეძღვნება, მაშინ როცა საქართველოს ხელოვნების სასახლის საგანძური მსოფლიოს დასათვალიერებლად 309 ექსპონატს სთავაზობს.

– ეს არის ქართული ხელოვნების, საერთოდ ქართული კულტურის უდიდესი აღიარება. ჩვენი და გუგლის სპეციალისტების დიდი ხნის თავდაუზოგავმა მუშაობამ ეროვნულ კულტურას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა, დღეიდან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ ადამიანს, ანუ მილიონობით დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს ხელოვნების სასახლეში დაცულ უძვირფასეს ეროვნულ საგანძურს. მათ შორის, მეფე თამარის საინტერესო ისტორიას, მისი უნიკალური კოსტუმის თავგადასავალს, აქვე იხილავს ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერიდან ნაწყვეტს, კერძოდ კი ცეკვებს, სუხიშვილების შესრულებულ სამაიასა და ქართულს. ამ უკანასკნელის გუგლის სივრცეში განთავსებას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აქ მითითებულია, რომ ცეკვა ქართულია, რომ მუსიკის ავტორი დიდი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილია, რომ სრულდება სუხიშვილების მიერ და საცეკვაო კოსტუმებს საფუძვლად მეფე თამარის სამოსი დაედო. ეს ქართული ხელოვნების ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით კიდევ ყფრო გაზრდის, – აცხადებს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

კოსტუმების კოლექციის გარდა, რომელიც 30 ძვირფასი ექსპონატითაა წარმოდგენილი, გუგლის კიდევ ერთი გამოფენა ქართულ მხატვრობას მიეძღვნა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აქ არამარტო ისეთი ცნობილი ქართველი მხატვრებია წარმოდგენილი, როგორებიც არიან: გიგო გაბაშვილი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, სერგო ქობულაძე, არამედ საქართველოში ნაკლებად პოპულარულები. მათ შორის: ალექსანდრე ბერიძე, ვასილ ბალანჩივაძე, იოსებ სუმბათაშვილი, ივანე ასკურავა, კარლო კუკულაძე, ირაკლი გამრეკელი, დიმიტრი თაყაიშვილი, უჩა ჯაფარიძე.

– ქართული მხატვრობის გუგლის სივრცეში ასეთი ფართო დიაპაზონით ჩატვირთვა იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ხელოვნების ეს დარგი ყოველთვის უმაღლესი საფეხურზე იყო და მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებდა, გუგლის აუდიტორია არამარტო გემოვნებიანია, არამედ მსოფლიოში ყველაზე დიდი, რაც ქართულ მხატვრობას კიდევ უფრო მეტ აღიარებას მოუტანს! – აღნიშნავს ხელოვნების სასახლის დირექტორი.

გუგლმა საგამოფენო ექსპოზიციები ასევე მიუძღვნა ხელოვნების სასახლის არქიტექტურას, მის მშენებლობის ლამაზ ისტორიას და დამაარსებლის დავით არსენიშვილის ბიოგრაფიას, ამ ვირტუალური ტურის დროს შეგიძლიათ დაათვალიეროთ სასახლის სვეტებიანი და ლურჯი იადონების დარბაზი, უმცირეს დეტალებამდე ნახოთ ვენერასა და თეთრი ფერიების უნიკალური ბუხარი, დააკვირდეთ XIX საუკუნის ჭაღებისა და კედლების მოხატულობის შესრულების მანერას…

უახლოეს მომავალში გუგლის სივრცეში გაჩნდება ინფორმაცია მუზეუმის შემომწირველთა და იმ ორგანიზაციების შესახებ, ვინც ეროვნული კოლეციების რესტავრაციისათვის დიდი სამუშაოები გასწია, მათ შორისაა საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტრო, აშშ საელჩო საქართველოში და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი.

ამჟამად ხელოვნების სასახლე ახალი ვირტუალური გამოფენების განსათავსებლად გუგლის შესაბამის სამსახურებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

იხილეთ შესაბამისი ბმულები:

კოსტუმი:

ხელოვნების სასახლის საერთაშორისო აღიარება სულ უფრო მასშტაბური ხდება

სახვითი ხელოვნება:

ხელოვნების სასახლის საერთაშორისო აღიარება სულ უფრო მასშტაბური ხდება

სასახლე:

ხელოვნების სასახლის საერთაშორისო აღიარება სულ უფრო მასშტაბური ხდება