Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხატია ბუნიათიშვილის საჩუქარი საქართველოს

10 ივნისი, 2017

ხატია ბუნიათიშვილის საჩუქარი საქართველოსშემოდგომაზე საქართველოში მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ზუბინ მეტა ჩამოვა და ხატია ბუნიათიშვილთან და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად წინანდალში კონცერტს გამართავს. ზუბინ მეტა საქართველოს სწორედ ხატიას თხოვნით ეწვევა.

ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი დავით საყვარელიძე ავრცელებს:

“მეგობრებო, ადრე დავპოსტე, რომ წინანდალში სილქროუდ ჯგუფი კლასიკური მუსიკის ცენტრს აკეთებს. მშენებლობის დროს ისეთი საინტერესო დეტალები ჩნდება, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა ყველაფერი გაგიზიაროთ. მე და დათო გერსამიამ გადავწყვიტეთ, თვეში ორჯერ პატარა რეპორტაჟი გავაკეთოთ, რომ ერთად ვადევნოთ თვალი მუშაობას.

ხომ გახსოვთ, 14 სექტემბერს გაიმართება ხატია ბუნიათიშვილის, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით. მადლობა სილქროუდს და ყველას, ვინც გვეხმარება ორგანიზებაში.

უდიდესი მადლობა ხატიას, რომლის თხოვნითაც ჩამოდის ზუბინ მეტა საქართველოში. ასე მითხრა: ძალიან მინდა, რომ ეს ორკესტრი ქართველმა მუსიკის მოყვარულებმა მოისმინონო. ხატია არის დიდი მუსიკოსი, ღრმა, მოაზროვნე და საოცარი ბუნების მქონე ადამიანი.

ხატია ბუნიათიშვილის და ზუბინ მეტას თანამშრომლობაზე გერმანულ-ფრანგული ტელე-არხი ARTE აკეთებს დოკუმენტურ ფილმს. ხატიას სურვილით ამ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტურ ფილმს საქართველოში გადაიღებენ.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კლასიკურ მუსიკას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.”