Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხატია ბუნიათიშვილის განცხადება, რომელიც სიამაყით აგავსებთ

13 ივნისი, 2017

ხატია ბუნიათიშვილის განცხადება, რომელიც სიამაყით აგავსებთპიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელოვანია. ის ევროპაში ცხოვრობს, კონცერტებს მთელ მსოფლიოში მართავს და ევროპის წამყვანი ტელევიზიების ყველაზე რეიტინგული გადაცემების სტუმარია.

მისმა მორიგმა სტუმრობამ და განცხადებამ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან არხზე საზოგადოების მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ხატიამ დირიჟორ ვალერი გერგიევზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა, თუ რატომ ამბობს უარს მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობაზე:

– ვალერი გერგიევთან არასდროს დავუკრავ არა მარტო იმიტომ, რომ ის პუტინის მეგობარია. მეგობრობა ისეთი რამაა, რომელშიც შეზღუდვა არ არსებობს, ადამიანი მეგობრობს იმასთან, ვისთანაც სურს. ვალერი გერგიევი ჩემთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ პუტინის პოლიტიკას უწევს პროპაგანდას.

ვლადიმერ პუტინი პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს. მას ოკუპირებული აქვს ჩემი სამშობლო – საქართველო, ახდენს უკრაინის ანექსიას, ყველამ იცის რა ვითარებაა სირიაში და ვინ არის ამაში დამნაშავე. ასეთ დროს არ გვაქვს უფლება ვიყოთ ნეიტრალურები, ჩვენ ამ მოვლენებზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ვფიქრობ, ეს ჩვენი აბსოლუტური პასუხისმგებლობაა.

მე ვარ საქართველოს და ასევე მსოფლიოს მოქალაქე, ამიტომ ვალდებული ვარ ვთქვა, რომ არსებობს პრობლემები და პირადად ჩემთვის ისინი მიუღებელია.