Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სადაა სამართალი?”

15 ივნისი, 2017
"სადაა სამართალი?"– ამ დღეებში ბევრი ტკივილი მივიღე! ვინ იცის, რატომ? რისთვის? ალბათ იმიტომ, რომ ტყუილი არასდროს მითქვამს, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნისთვის სიკეთე რომ მინდა და შეუძლებელს ვუმკლავდები, ამას არავინ მპატიობს! – ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე:
“შური არს მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა”… გენიოსმა საბამ ახსნა!
რა გინდათ, გამაგებინეთ? თქვენ, ვინც არაფერს იკლებთ და თქვენი კომპანიისთვის მილიონების “მოხევის” მეტს არაფერს აკეთებთ?
2012-ში როგორ წარმოვიდგენდი, რომ ქართულ კულტურას თქვენ ჩაგაბარებდნენ? თქვენ, რომელთაც ამდენი წელია ჩვენი თეატრის ზღურბლზეც არ გადმოგიბიჯებიათ?
თქვენ, ვინც 18 წლის წინ იმ თაღლითს და ჯალათს გადამკიდეთ, ვინც ჩემს მერეც 78 ოჯახი დატოვა ქუჩაში?
18 წელი ჯოჯოხეთის ყველა წრე მოვიარე?!
რატომ მაინც და მაინც თუმანიშვილის ფესტივალს ერჩით?
რაღა ის დაგადგათ ყელზე?
რატომ ვისჯები ყველაზე მეტად მე?
რატომ “გულაობენ” ისევ თქვენი წყალობით ყველა ისინი, ვინც ეხლაც რურუას ეხუტება და დაგრიალებს?
ერთი საქციელი მაინც ჩაგიდენიათ თქვენს ცხოვრებაში?
როგორ ტივტივებთ მუდმივად?!
გაფრთხილებთ: სიკო დოლიძის მემორიალური ბინა თუ გაიყიდა, ვერ გადამირჩებით!
მიგაყოლებთ იმ თქვენ კრიმინალ გია ბუაძესაც, რომელიც დღესაც ციხეს უნდა ხეხავდეს!
სადაა სამართალი? სად?
არ გრცხვენიათ? არა?
მიდით, იგრიალეთ! მიდით!
იცხოვრეთ თვეობით ბათუმის “შერატონებსა” და “მერიოტებში”!
ყველაფერს აქვს დასასრული.
თქვენი “გულავიც” დასრულდება!”