Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლი რეკორდსმენია

რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლი რეკორდსმენიარეჟისორმა რობერტ სტურუამ მოსკოვის თეატრში “ეტ ცეტერა” ნიკოლოზ გოგოლის “რევიზორი” დადგა.

სპექტაკლი ორგზის რეკორდსმენია – სტურუას “რევიზორი” ყველაზე ხანმოკლე სპექტაკლია, რაც კი ამ ნაწარმოების მიხედვით დადგმულა და ახალგაზრდა ხლესტაკოვის როლს 75 წლის ალექსანდრე კალიაგინი ასრულებს.

მთავარი მოლოდინი სცენაზე სწორედ ახალგაზრდა ხლესტაკოვის გამოჩენაა, რომელიც კი არ გამოდის, არამედ გამოყავთ, არც მეტი, არც ნაკლები ინვალიდის ეტლით.

ასეთია ქართველი რეჟისორის მიერ გოგოლის ყველაზე კომედიური ნაწარმოების ახლებური ხედვა. რობერტ სტურუამ დიდი ხნის მეგობარს ალექსანდრე კალიაგინს 75 წლის იუბილე განსაკუთრებული საჩუქრით მიულოცა და ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდა ხლესტაკოვის როლი დაუფიქრებლად ანდო.