Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რა გინდა რომ ქნა…”

"რა გინდა რომ ქნა..."– დიდი წინაპრების დაცულ საქართველოს ღრუტუნა შთამომავლები ყიდიან, თავიანთ გოჭებს სალაფავი რომ არ მოაკლდეთ საშვილიშვილოდ, – აცხადებს ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საგანგაშოს უწოდებს.

გურამ ქართველიშვილი:

“დავითს, თამარს ან რომელიმეს სიზმრად რომ ეხილა, როგორ უდევთ დახლზე გადაგვარებულ შთამომავლებს მათი ნასათუთები სახელმწიფო, ალბათ ბოროტ ხილვად ჩათვლიდნენ იმ სიზმარს და ლოცვად დადგებოდნენ.

მაგრამ რა გინდა რომ ქნა… სხვა დროა ახლა და მონარქთა ადგილზე წამოპლაკული უწიგნური ბოგანოები სულ არ დაგიდევენ ამ ქვეყნის არც წარსულს და არც მომავალს. მთავარია სალაფავი არ მოაკლდეთ გოჭუნებს…

მთავრობა რომ ღრუტუნს იწყებს, ის მოსაშორებელია და რაც შეიძლება სწრაფად, თორემ არის ალბათობა სამშობლო შემოეჭამოს. ღორმა არ იცის მეტი..”