Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნოდარ დუმბაძის “დიდრო” ლიტვაში

ნოდარ დუმბაძის "დიდრო" ლიტვაშისაერთაშორისო პროექტის “თავისუფლების ხიდები” ფარგლებში, ლიტვაში, ნოდარ დუმბაძის “დიდროს” მოტივების მიხედვით სპექტაკლის დასადგმელად გაემგზავრა თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი თურგაი ველიზადე.

თურგაი ველიზადე 8 ივნისს ამავე პროექტის ფარგლებში შეხვდება და ვილნიუსელ საზოგადოებას და ისაუბრებს ქართულ თეატრსა და მწერალ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე.

პროექტი „თავისუფალი ხიდები“ ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლიტვის კულტურის სამინისტროსთან არსებული კულტურის საბჭოს ფინანსური დახმარებით. პროექტს მხარს უჭერს ნოდარ დუმბაძის ფონდი და მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან დუმბაძე.