Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მომღერლები ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად ერთიანდებიან

მომღერლები ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად ერთიანდებიანმომღერალი ჯაბა ბოჯგუა უკვე 8 წელია კომაშია. ის გლდანში ნაქირავებ ბინაში დედასთან და მოხუც ბებიასთან ერთად ცხოვრობს.

ჯაბას დასახმარებლად მისი კოლეგები ერთიანდებიან. იდეა კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის.

14 ივნისს რესტორან “ოტიუმში” საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მაიკო კაჭკაჭიშვილი, თიკა ჯამბურია, ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი, ნათია დუმბაძე, დათუნა მგელაძე, ია ტომაში, კახა კუხიანიძე, მაგდა ვასაძე, თიკა მახალდიანი, ნინო ძოწენიძე, სალომე ბაკურაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ანანო ღიბრაძე, დათუნა სირბილაძე, ქრისტინე მარტიაშვილი, ვერიკო ტურაშვილი, გიგი ადამაშვილი, სოფო გელოვანი, ნინი შერმადინი, ნინი წიკლაური, გოგა მესხი, ინდირა ჯგერნაია, ანანო მჟავია, თამრიკო ჭოხონელიძე, დათო კენჭიაშვილი, დათო ბუშელაშვილი, ნუცა ბუზალაძე, მარკუს მეტრეველი.

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 30 ლარია.

ვინც კონცერტზე დასწრებას ვერ შეძლებს, შეუძლია თანხა ჩარიცხოს ჯაბა ბოჯგუას დედის მანანა გვასალიას ანგარიშზე:

საბანკო კოდი – TBGBGE22
მიმღების დასახელება -მანანა გვასალია;
საბანკო ანგარიში- GE26TB7447145061600017
სს „ თიბისი ბანკი“-TBC BANK;
ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ
შემდეგ ნომერზე: 0901 700 039
მანანა გვასალია -მობ.ტელ: 599 40 00 13