Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სეზონის ბოლო პრემიერა!

16 ივნისი, 2017

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სეზონის ბოლო პრემიერა!თეატრალური სეზონის ბოლოს მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს კიდევ ერთ პრემიერას სთავაზობს. 23 და 24 ივნისს 19:00 საათზე, დიდ სცენაზე, წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“. ინსცენირების ავტორმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ რამდენიმე ნაწარმოები გააერთიანა: „ჭინკები“, „მონატრება“, „სისხლი“, „ნუ გეშინია, დედა“, „დედა“, „მზიანი ღამე“ და „მარადისობის კანონი“.

სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის მხატვარმა ანკა კალატოზიშვილმა შექმნა ორიგინალური და საინტერესო სცენოგრაფია და კოსტიუმები. მუსიკალური გაფორმება დავით თავაძეს ეკუთვნის. სასცენო მოძრაობაზე პაატა მხეიძემ იმუშავა.

მონაწილეობენ: ნინო არჩაია, სოფო ახუაშვილი, ხატია მელქაძე, ანი მღებრიშვილი, თამარ ტყემალაძე, ასმათ ქურციკიძე, ეკატერინე შარიქაძე, ლიკა შუკაკიძე, ქეთი ჩაჩუა, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, თამარ ჭანუყვაძე, ვასილ ამურველაშვილი, ვახტანგ ახალაძე, ნიკლოზ ბოგვერაძე, მერაბ ბრეკაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, რატი გოგუაძე, ლაშა გრძელიძე, ნიკა კვანტალიანი, პაატა კიკვაძე, გიორგი მაისურაძე, ბესო მეგრელიშვილი, რატი ნავაძე, თორნიკე ქინქლაძე, ნუგზარ ყურაშვილი, გაგა შიშინაშვილი, გიორგი ჯიქურიძე.

სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით.