Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიხედეთ ბაგრატს!

14 ივნისი, 2017

მიხედეთ ბაგრატს!ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზი 2012 წელს სარეაბილიტაციო პროცესის დროს დაშვებული სამშენებლო ხარვეზებია.

წვიმის დროს გუმბათის თითქმის ყველა სარკმლზე გაჩენილი ღიობებიდან ნალექი ტაძრის ინტერიერში შედის და კედლებს აზიანებს. გუმბათის ყელის შიდა სეგმენტებზე თვალნათივ ჩანს წყლის ლაქები.

სპეციალისტების დასკვნით, გაჩენილი ხარვეზების მიზეზი, სარეაბილიტაციო პროცესის ნაჩქარევად განხორციელებაა, რომლის დროსაც ტაძრის გუმბათზე გამოუმშრალი ხის მასალის სარკმელები დამონტაჟდა.

კიდევ უფრო სერიოზულია დაზიანებების კვალი ტაძრის ახალ მინაშენზე, სადაც ახლადწარმოქმნილი ღიობებიდან ნადენი ნალექის ლაქები შედარებით უფრო დიდ ფართობებზეა გამოვლენილი.

მიხედეთ ბაგრატს!

მიხედეთ ბაგრატს!