Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მინდა შევიტანო სარჩელი”

17 ივნისი, 2017

"მინდა შევიტანო სარჩელი"მსახიობი ქეთევან კიკნაძე ტელევიზიებს ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს და აცხადებს, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს:

“ტელევიზიებს, კერძოდ დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობ ჟურნალისტურ გამოძიებას, ვინაიდან მინდა შევიტანო სარჩელი, მასზედ, რომ გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეებს გადაეცა ჩუნეთის სათავადოების კუთვნილი მიწის ნაწილი. ჩვენ ეს მიწა გადავეცით საჩუქრად საპატრიარქოს, რომლებმაც ეს მიწა გაყიდა.

კატეგორიულად მოვითხოვ მის დაბრუნებას, რადგან ჩვენ ვიფიქრეთ ამ მიწებს გამოიყენებდა საპატრიარქო საკეთილდღეოდ, რასაც მე ამჯერად გამოვიყენებდი პირადი ინტერესებისათვის. მაგრამ შეველიეთ მას და გამოვიჩინეთ დიდსულოვნება, მაღლა დავაყენეთ საერთო საქმისადმი ინტერესები.

ჩუქება ოფიციალურად გაფორმებულია და არა გაყიდვა. ამიტომ ყოველ ღონეს ვიხმარ მისი დაბრუნებისათვის, რაც ძალიან წაადგება ოჯახს.”