Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თავდასხმა დათო როსტომაშვილზე

14 ივნისი, 2017

თავდასხმა დათო როსტომაშვილზე“იუმორინას” წევრს დათო როსტომაშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თავდასხმა დათო როსტომაშვილზე თბილისში, ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული და ბეისბოლის ჯოხი ჰქონდა თან.

ფოტოებიდან ჩანს, რომ იუმორისტს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დათო როსტომაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თავდასხმის ფაქტზე 1 პირია დაკავებული და საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.