Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზაალ უდუმაშვილი ტელევიზიიდან წავიდა

19 ივნისი, 2017

ზაალ უდუმაშვილი ტელევიზიიდან წავიდაჟურნალისტ ზაალ უდუმაშილის 25-წლიანი სატელევიზიო კარიერა დასრულდა. ის მაყურებელს დაემშვიდობა და ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წავიდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 9 საათიანი “კურიერის” მთავარი გამოშვების წამყვანმა მაყურებელს ჟურნალისტის ამპლუაში ბოლოჯერ მიმართა:

“ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც “კურიერის” წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ.

ჩვენ, ამიერიდან, სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგყვყოფს. მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი მთელი ამ წლების განმავლობაში, თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე.”