Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გუდიაშვილის მოედანი ინგრევა

22 ივნისი, 2017

გუდიაშვილის მოედანი ინგრევათბილისის შუაგულში მდებარე ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი მოედანი – გუდიაშვილის მოედანი ინგრევა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტფილისის ჰამქარი ავრცელებს:

“გუდიაშვილის მოედნის საკითხთან დაკავშირებით, 13 აპრილს მივმართეთ თბილისის განვითარების ფონდს, ამ წერილით. პასუხი, რა თქმა უნდა, არ მოგვსვლია! დღეს ფონდში განგვიცხადეს, რომ წერილობითი პასუხი არ იძებნება!

ამასობაში გუდიაშვილის მოედანი უმოქმედობით ინგრევა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფონდმა მოედანზე წლების განმავლობაში არსებული დაცვა გააუქმა, რის შემდეგაც გაიძარცვა მოსახლეობის კუთვნილი სარდაფები, ბინები.. დაზიანდა და დაიკარგა შენობათა დეკორატიული დეტალები, დამძიმდა ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა.

ამ ფონზე თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია და ახლა იწყებს ორბალიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციას, მაშინ როცა გუდიაშვილის მოედანი ინგრევა!

ფონდის მხრიდან ეს არის დანაშაულებრივი და მიზანმიმართული პოლიტიკა, მიმართული არა მხოლოდ ურბანული მემკვიდრეობის, არამედ ქირით გაყვანილი მოსახლეობის და იმ საზოგადოების მიმართ, ვინც წლების მანძილზე იცავდა გუდიაშვილის მოედანს!”

გუდიაშვილის მოედანი ინგრევა