19 ივნისი, 2017

ზაალ უდუმაშვილი ტელევიზიიდან წავიდა

ჟურნალისტ ზაალ უდუმაშილის 25-წლიანი სატელევიზიო კარიერა დასრულდა. ის მაყურებელს დაემშვიდობა და ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წავიდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 9 საათიანი “კურიერის” მთავარი გამოშვების წამყვანმა მაყურებელს ჟურნალისტის ამპლუაში ბოლოჯერ მიმართა:

“ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც “კურიერის” წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ.

ჩვენ, ამიერიდან, სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგყვყოფს. მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი მთელი ამ წლების განმავლობაში, თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე.”