Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვახტანგ ჭაბუკიანის “ლაურენსია” აღდგენილია

ვახტანგ ჭაბუკიანის "ლაურენსია" აღდგენილიაქართული საბალეტო სამყაროს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის – ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტი “ლაურენსია” აღდგენილია.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბალეტის ნახვა მაყურებელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შეეძლება.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი “ლაურენსიას” პრემიერას ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით, ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციითა და დადგმით 21 ივნისს იცეკვებს.