Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ცოლად ქართველს მიყვება 

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ცოლად ქართველს მიყვება მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მომღერალი და ბასისტი ნიკ ვესტი, რომელიც ბოლოს პრინცთან ერთად უკრავდა, ცოლად ქართველს მიყვება.

ხელოვანს ერთ-ერთი კონცერტის დროს მისმა შეყვარებულმა ნიკოლოზ კანდელაკმა სცენაზე ხელი სთხოვა და პასუხად თანხმობაც მიიღო. ნიკა კანდელაკი კულტურის მინისტრის მოადგილის და კომპანია “ისთერნ პრომოუშენის” ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა კანდელაკის შვილია.

ინფორმაცია და ვიდეო ფოტოხელოვანმა მარი ნაკანმა გაავრცელა:

“გაიცანით ვინც არ იცნობთ! ეს არის ნიკოლოზ (ნიკუშა) კანდელაკი – პირველი კვალიფიცირებული ქართველი, რომელმაც დაიცვა მაგისტრატურის ხარისხი მუსიკის ინდუსტრიის მართვაში ლოს ანჯელესში!

და მისი გოგო არც მეტი არც ნაკლები ნიკ ვესტი – უცნობილესი ამერიკელი მომღერალი და ბასისტი, რომელიც პრინცთან ერთად უკრავდა ბოლოს. ნიკუშა ჩემი მეგობარია და საშინლად გამიხარდა ეს ამბავი! ვამაყობ და გული მიჩუყდება რამდენჯერაც ვუყურე. არ შემეძლო არ გამეზიარებინა!”