16 მაისი, 2017

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბაქოში მიიწვიეს

19-22 მაისამდე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში გამართავს.

ბაქოს მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში 20 და 21 მაისს წარმოდგენილი იქნება რუსულენოვანი სპექტაკლი „სამეფო ძროხა“, რომლის რეჟისორიც გურამ ბრეგაძეა.

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ბაქოში ვიზიტამდე, 20 და 21 აპრილს ორ თეატრს შორის გაცვლითი თეატრალური პროექტის ფარგლებში თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში აზერბაიჯანულმა დასმა ორი წარმოდგენა გამართა. მსახიობებმა სპექტაკლი „ონავარი თხა“ რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე ითამაშეს.