29 მაისი, 2017

სოფიო ვარაზის გამორჩეული ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში

1 ივნისს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში სოფიო ვარაზის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 30-ზე მეტი ნამუშევარი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურას აერთიანებს და დამთვალიერებელს შუასაუკუნეების ევროპასა და აზიაში ამოგზაურებს.

მხატვრის რიგით მეხუთე პერსონალური გამოფენაზე, დამთვალიერებელს საშუალება ექნება ხელოვანის ბოლო პერიოდში (2014-2017) შექმნილი ნამუშევრები იხილოს.

პროფესიით კოსტიუმის მხატვარმა, სახვით ხელოვნებაში მრავალი მიმართულება მოსინჯა, თუმცა შუა საუკუნეების აზიამ, ისევე როგორც რენესანსის ეპოქამ, იმ დროს არსებულმა მინიატურულმა კოსტიუმებმა და ადამიანთა დამახასიათებელმა ვიზუალმა ხელოვანი განსაკუთრებულად მოხიბლა და მისი მთავარი ნიშა საბოლოოდ სამყაროს ორი ნაწილის ჰარმონიული სინთეზის შექმნა გახდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სოფიო ვარაზმა მონაწილეობა მიიღო ინგლისის, ირანისა და საქართველოს ერთობლივ პროექტში და დაასურათა სპარსული და შუა საუკუნეების პოეზიის კრებული „აღმოსავლეთის ხიბლი“ .

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 10 ივნისამდე გაგრძელდება.