საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე მხოლოდ მცირე ხნით ჩამოშორდა მუსიკალურ სამყაროს და ისევ საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი წამყვან საოპერო სცენებზე ასრულებს სხვადასხვა პარტიებს, თუმცა ამასთან ერთად პაატა ბურჭულაძეს საპასუხისმგებლო თანამდებობაც უკავია.
საოპერო მომღერალი რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვის სახელობის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად აირჩიეს. იგი მუშაობას ოფიციალურად პირველი ივლისიდან შეუდგება, შემოდგომაზე კი მოსმენების ჩატარებას აპირებს, სადაც ყველას აძლევს შანსს წარმატებული საოპერო კარიერა დაიწყოს.