სამხატვრო აკადემიამ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი წააგო

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიამ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი წააგო.

– ასეთი სამარცხვინო ადამიანები სანამ არ ჩამთავრდებიან – ნამდვილად გეუბნებით, საქართველოს არაფერი ეშველება! – აცხადებს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი გია ეძგვერაძე, რომელმაც სამხატვრო აკადემიას პროცესი პირველადაც მოუგო.

გია ეძგვერაძე:

“ყურადღება!

სამხატვრო აკადემის მორალურ კრიმინალთა 5 კაციანმა ბანდამ ხომ წააგო ჩემთან სასამართლო!! მერე არ მოისვენეს და სააპელაციოში შეიტანეს. აი, გუშინ მოვიდა საბუთი, რომ ამ კარიერისტებმა და ჩაშვებულმა კორუფტირებულმა სუბიექტებმა (ზოგიერთი მათგანი საკუთარ თავს “მხატვარსაც” ეძახის) აქაც წააგეს – რითიც საბოლოოდ გამომჟღავნდა მათი გაყალბებული კომისიის (ამ კომისიის ყველა წევრის სამარცხვინოდ) ყალბი გადაწყვეტილების არსი – გია ეძგვერაძის პროფესორობიდან როგორმე მოტეხვა და აკადემიის რექტორობის არჩევნებზე არ მიშვება…

ასეთი სამარცხვინო ადამიანები სანამ არ ჩამთავრდებიან – ნამდვილად გეუბნებით, საქართველოს არაფერი ეშველება!”