Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რუსთაველის საზოგადოება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

რუსთაველის საზოგადოება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავსსაქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოება და მისი პრეზიდენტი დავით შემოქმედელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადებით მიმართავს.

რუსთაველის საზოგადოება და მისი პრეზიდენტი საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტს ეხმაურება და მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვს:

“მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა, გააკეთა შემდეგი სახის განცხადება:

,,აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.”

მოვითხოვთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული განცხადების გამო, რომელიც ლახავს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქე, იური ლუჟკოვი, საქართველოში გამოცხადდეს პერსონა ნონ გრანტად.”