31 მაისი, 2017

“რა სენი შეგვეყრება ხოლმე ადრე ნორმალურ ადამიანს?”

– რა ვართ? რა სენი შეგვეყრება ხოლმე ადრე ნორმალურ ადამიანს? აღზრდა… ცოდნა… სინდისი… – აცხადებს რეჟისორი რობერტ სტურუა და ადამიანების უცნაურ დამოკიდებულებაზე საუბრობს:

“მოკლედ – ითამაშებ ერთ როლს, დადგამ რაღაც სპექტაკლს, დაწერ ერთ ლექსს, რაღაცას დახატავ და მორჩა – ყველაფერი შენ ხარ – დასცინი სხვას, საკუთარი ცოდვები გავიწყდება, პატიოსნებაზე და პროფესიონალიზმზე აფქვრევ სიტყვათა ნიაღვარს. ბოლოს სამხატვრო ხელმძღვანელობას მოითხოვ, ან თეატრის გახსნას, ან ბოლოსდაბოლოს კულტურის მინისტრობასაც კი ეპოტინები.

რა ვართ? რა სენი შეგვეყრება ხოლმე ადრე ნორმალურ ადამიანს? აღზრდა… ცოდნა… სინდისი…”