Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რა ქვეყანა ვართ გაგიჟდება კაცი…”

"რა ქვეყანა ვართ გაგიჟდება კაცი..."ამ განცხადების ავტორი პროდიუსერი თამაზ ორაშვილია. მისი გაკვირვება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხდება ადამიანების დაფასება და ისინი ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა რჩებიან.

11 მაისს კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას 80 წელი შეუსრულდა. მის იუბილეს რუსული გამოცემები გამოეხმაურნენ და ქართველი რეჟისორს მრგვალი თარიღი მიულოცეს.

– საინტერესოა, ქართულმა ტელევიზიებმა როგორ გააშუქეს, – კითხულობს რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე.

პროდიუსერი თამაზ ორაშვილი კი ასეთ უყურადღებობას სირცხვილად მიიჩნევს:
– რა ქვეყანა ვართ გაგიჟდება კაცი… თავისი ქვეყნის გარდა, ყველა ულოცავს იუბილეს… სირცხვილია!”