Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული ფილმის გამარჯვება ერაყის კინოფესტივალზე

ქართული ფილმის გამარჯვება ერაყის კინოფესტივალზეერაყში საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან წარდგენილი ფილმები მონაწილეობდნენ. კონკურსანტთა შორის იყო დოკუმენტური ფილმი საქართველოდან.

ნომინაციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამარჯვებული გახდა მარიამ ხაჭვანის “დინოლა”. ფილმი მაყურებელს საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოუთხრობს.

“დინოლა” უკვე მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალში და პრიზები და ჯილდოებიც დაიმსახურა. წარმატებების ჩამონათვალს ამიერიდან ერაყის კინოფესტივალზე მიღწეული გამარჯვებაც შეემატა.