26 მაისი, 2017

“ნიჭიერის” ფინალისტს დახმარება ესაჭიროება

სახალხო პროექტის “ნიჭიერი” ფინალისტს გიორგი ცისკაძეს დახმარება ესაჭიროება.

ინფორმაციას ამის შესახებ ანა ხარებავა ავრცელებს:

“სოს! პროექტ ,,ნიჭიერის” ფინალისტსა და ,,SENAKI ART FEST”-ის აღმოჩენას გიორგი ცისკაძეს ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება!!!

ამჟამად გიორგი ბავშვთა ახალ კლინიკაში გადის სასწრაფო მკურნალობის კურსს. სჭირდება ძვირადღირებული მკურნალობა, რადგან ამ ეტაპზე ოპერაციას არ ექვემდებარება.

გავერთიანდეთ გიორგისთვის!!!
ლიბერთი ბანკი GE95LB0711107358700640 – სალომე ბერიშვილი”