ნინო ქათამაძის ბაიათი

ნინო ქათამაძის ბაიათინინო ქათამაძე და ჯგუფი “ინსაითი” თავის ერთგულ მსმენელს ყოველთვის ანებივრებენ ახალი მუსიკალური კომპოზიციებით.

მომღერალი, რომლის ყოველი კონცერტიც უდიდესი მუსიკალური დღესასწაულია, ამჯერად გულშემატკივრებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს: ბაიათი – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც შესულია ნინო ქათამაძის ერთ-ერთ ბოლო ალბომში “ყვითელი”.

სიმღერაზე ვიდეორგოლი რეჟისორმა ლაშა ცერიაშვილმა გადაიღო და მასში სუხიშვილების მოცეკვავე თამრი ხურცილავა და პროექტის “შენ შეგიძლია ცეკვა” მონაწილე დევიდ ლევინი მონაწილეობენ.