ნანუკა ხუსკივაძემ თანამდებობა დატოვა

რუსთაველის თეატრის მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

მსახიობის ცხოვრებაში ერთი თვის წინ სრულიად ახალი შემოქმედებითი ეტაპი დაიწყო. მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც დანარჩენ კონკურსანტებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვა და რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. თუმცა რუსთავის მერიასთან ძირითად საკითხებზე ვერ შეთანხმების გამო ნანუკამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

რუსთავის მერიამ გადაწყვიტა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი თავიდან გამოაცხადოს.