7 მაისი, 2017

ხახულის ტაძარში წარმოუდგენელი რამ ხდება

ტაო კლარჯეთში მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრები უმძიმეს მდგომაროებაშია. იშხანი თურქულმა მხარემ აღადგინა, თუმცა ქართველი სპეციალისტების გარეშე.

სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს პარხლის ტაძარშიც და ისევ ქართველი სპეციალისტების გარეშე.

ინტერნეტში “ანტი-პარადოქსი” ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ხახულის ტაძართან არის გადაღებული:

“ყურადღება! ყველამ ნახეთ და გაავრცელეთ ვიდეო.

ხახულის ტაძარი დღეს ასეთ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი გოგონა ფეისბუქზე აქვეყნებს ვიდეოს ასეთი სათაურით:

“დღე და განსაკუთრებით ადგილი, რომელიც ჩემ სიცოცხლეში არ დამავიწყდება, ხახულის ტაძარი, რომელიც მეჩეთად არის გადაკეთებული და შიგნიდან გადაღებილია! მოლამ არ მოგვცა უფლება ტაძარში გვეგალობა, ეზოში იგალობეთო, როცა დავიწყეთ გალობა, უკვე მიდიოდა და რომ დაგვინახა გალობა დავიწყეთ, თქვენც კარგად დაინახავთ მის ქმედებას და როგორც კი წამოვედით გაჩუმდა!

წარმოუდგენელი რამ ხდება იქ! ასე არ შეიძლება გაგრძელდეს!”