10 მაისი, 2017

ჯონ მალკოვიჩი ქართულ ფილმში?

ცნობილი ამერიკელ მსახიობთან ჯონ მალკოვიჩთან მუშაობა ნებისმიერი რეჟისორისთვის დიდი სიამოვნება და ფუფუნებაა. გამონაკლისი არც ქართველი რეჟისორები არიან.

ჯონ მალკოვიჩი საქართველოს თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უკვე სტუმრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვარსკვლავთან მოლაპარაკებები ქართულ მხატვრულ ფილმში მონაწილეობაზე მიმდინარეობს. რეჟისორი დიტო ცინცაძე სრულმეტრაჟიან ფილმს იღებს შინდისის გმირებზე. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი, გიორგი ბაბლუანი და დავით ბახტაძე.

“შინდისი” – ასე ერქმევა ფილმს, რომლისთვისაც მუსიკას გია ყანჩელი წერს. სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილია. სცენარს საფუძვლად უდევს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად მომხდარი ამბავი.

წარმატებით დასრულდება თუ არა მოლაპარაკებები ჯონ მალკოვიჩთან ”შინდისში” მონაწილეობაზე, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.