ჯემიროქვაი საავადმყოფოში მოათავსეს

ბრიტანელი მომღერალი ჯემიროქვაი ჰოსპიტალიზირებულია. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა.

მომღერალმა სპეციალური ვიდეო-მიმართვა გაავრცელა და თავის ათასობით გულშემატკივარს არსებული სიტუაცია გააცნო.

ჯემიროქვაის ხერხემლის დისკი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. გააგრძელებს თუ არა კონცერტების ჩატარებას უახლოეს პერიოდში და რამდენ ხანს გასტანს იძულებითი შემოქმედებითი პაუზა, ჯერჯერობით უცნობია.

28 ივლისს მომღერალს ბათუმში ელოდებიან, სადაც რიგით მე-11 შავი ზღვის ჯაზფესტივალი უნდა გახსნას.