11 მაისი, 2017

ეს არის სამშობლოს სიყვარული?

ქართველების უმრავლესობას სამშობლოს სიყვარულში ხშირად უყვარს შეჯიბრება, მაგრამ სამწუხაროდ არა საქმით, არამედ სიტყვით – სუფრასთან გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით და განსასხვავებული სასმისებით.

თუ როგორ გვიყვარს რეალურად სამშობლო და როგორ ვიცით სტუმრის პატივისცემა, ამის დასტურად ალექსანდრე თევზაძე ჯვრის მონასტერში გადაღებული ფოტოებს ავრცელებს:

“ეს არის ტურიზმი?! ან სამშობლოს სიყვარული, ან სტუმრის პატივისცემა?! აქ ნამყოფია 6.000.000 ტურისტი!

ძალიან შემრცხვა… გაავრცელეთ, იქნებ მიაქციონ ყურადღება! ჯვრის მონასტერი.”