Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს არის სამარცხვინო ფაქტი”

"ეს არის სამარცხვინო ფაქტი"– ეს არის სამარცხვინო ფაქტი… ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და შეუძლებელია ასეთი საქციელის გამართლება… არსებობს ისეთი ღირებულებები, რომელსაც არასდროს არ უნდა გადააბიჯოს არც ერთმა თავმოყვარე ადამიანმა, – აცხადებს რუსკა მჭედლიძე და ნინო ჩხეიძის სოჭში გამართულ კონცერტს აპროტესტებს, რომლის წამყვანებიც ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკა არაბიძე იყვნენ.

რუსკა მჭედლიძე:

“იმ ოკუპანტის გართობა, რომელიც ამ წუთებშიც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ასწლეულებია დაუნდობლად გვებრძვის, ეროვნული სირცხვილია.

ვერ წარმომედგინა, თუ ასეთ შეცდომას დაუშვებდნენ ნიკა არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი და ნინო ჩხეიძე. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და შეუძლებელია ასეთი საქციელის გამართლება.

არსებობს ისეთი ღირებულებები, რომელსაც არასდროს არ უნდა გადააბიჯოს არც ერთმა თავმოყვარე ადამიანმა, ჩემთვის ყველა ერთია ვინც უმღერებს ან უცეკვებს ოკუპანტს, ყველა უთავმოყვარეოა.

ეს არის სამარცხვინო ფაქტი, ოკუპანტის სცენაზე ნებისმიერი გასტროლოს წინააღმდეგი ვარ, სხვაგან წადით არ შეიძლება? ომში დაღუპული ჩვენი ვაჟკაცების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია ნებისმიერი ქართველი ადამიანის რუსულ სცენაზე დგომა. (ამ წუთებში სოჩაში)”

პ.ს. კონცერტის ვიდეოჩანაწერი ნინო ჩხეიძემ თავად გაავრცელა.