15 მაისი, 2017

“დაგვეხმარეთ უმორჩილესად გთხოვთ…”

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე თავის მრავალრიცხოვან მაყურებელს მიმართავს. როგორც წესი, იგი არასდროს გამოირჩევა განსაკუთრებული მიმართვებით თუ მოწოდებებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მას თითოეული ჩვენგანის თანადგომა და დახმარება ესაჭიროება.

ნიკოლოზ წულუკიძე:

“მეგობრებო, ამ ერთხელაც გვიშველეთ… ჩვენს უსაყვარლეს მეგობარს დათო (რიჟა) ჭახრაკიას სულ მცირედი დახმარება სჭირდება. რამოდენიმე დღეში შესაგროვებელი დაგვრჩა 5.000 ლარი. ერთ კვირაში უწევს გულის უმძიმესი ოპერაცია. მეგობრების და ფონდების დახმარებით თითქმის ბოლომდე შეიკრა.

ცოტაც დაგვეხმარეთ უმორჩილესად გთხოვთ. ჩემს ყველა მეგობარს გთხოვთ, ვისაც რამდენი შეგიძლიათ. ერთხელაც დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება და გადარჩენა!”

საქართველოს ბანკი: GE71BG000000816908700
მიმღები: მანანა ჭახრაკია