“ჩემს თვალში მოღალატეები ხართ!”

"ჩემს თვალში მოღალატეები ხართ!"– ჩემს თვალში მოღალატეები ხართ და მგონია, რომ თქვენნაირები ქვეყნის მომავლისთვის საშიშები არიან! – ასეთ განცხადებას აკეთებს მომღერალი მარკუს მეტრეველი, რომელიც საჯარო გამოსვლებით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა ამჯერად ტრადიციას არღვევს.

მარკუს მეტრეველი:

“ჩემი მხრიდან პოლიტიკური სტატუსების წერა, ვიღაცას შეიძლება უადგილოდ მოეჩვენოს, ან კომპეტენცია დამიწუნოს მაგრამ, ერთ რამეს ვერ ვხვდები, ეს ლუჟკოვი რომ ჩამოათრიეს და ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს და მითუმეტეს თავის დროზე მაღალ თანამდებობაზე მყოფ ჩვენი მიწების მტაცებელს, ჩვენი ხალხის ხოცვით მობეზრებულ ლუჟკოვს, ტაშს ვუკრავთ და ამაყად ვაშუქებთ, რომ წყნეთში თურმე რესტორანში უმასპინძლეს და იმ მიწის პროდუქტი აგემოვნებინეს, რომელიც მათ დაიტაცეს?

მაგას ვინც ტაშს უკრავთ, ჩემს თვალში მოღალატეები ხართ და მგონია, რომ თქვენნაირები ქვეყნის მომავლისთვის საშიშები არიან!”