21 მაისი, 2017

“აეროსმიტი ჭამოს ხალხმა?!”

შეკვეთილში ბლექ სი არენაზე ლეგენდარული როკ-ჯგუფის “აეროსმიტი” კონცერტი მიმდინარეობს.

ჯგუფის ჩამოყვანაში დახარჯულმა მილიონობით თანხამ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. მათ რიცხვშია ყოფილი დეპუტატი კობა სუბელიანიც:

“აეროსმიტი ჭამოს ხალხმა ამ გაუფასურებული ლარის, უმუშევრობისა და გაძვირებული ფასების პირობებში?

სადა ხართ ის ხალხი სტინგს და ბოჩელს რომ აპროტესტებდით, ხალხს შიაო რომ გაჰყვიროდით?

გააძღეს ხალხი ალბათ… ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებისთვის.”