28 მაისი, 2017

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ცოლად ქართველს მიყვება 

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მომღერალი და ბასისტი ნიკ ვესტი, რომელიც ბოლოს პრინცთან ერთად უკრავდა, ცოლად ქართველს მიყვება.

ხელოვანს ერთ-ერთი კონცერტის დროს მისმა შეყვარებულმა ნიკოლოზ კანდელაკმა სცენაზე ხელი სთხოვა და პასუხად თანხმობაც მიიღო. ნიკა კანდელაკი კულტურის მინისტრის მოადგილის და კომპანია “ისთერნ პრომოუშენის” ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა კანდელაკის შვილია.

ინფორმაცია და ვიდეო ფოტოხელოვანმა მარი ნაკანმა გაავრცელა:

“გაიცანით ვინც არ იცნობთ! ეს არის ნიკოლოზ (ნიკუშა) კანდელაკი – პირველი კვალიფიცირებული ქართველი, რომელმაც დაიცვა მაგისტრატურის ხარისხი მუსიკის ინდუსტრიის მართვაში ლოს ანჯელესში!

და მისი გოგო არც მეტი არც ნაკლები ნიკ ვესტი – უცნობილესი ამერიკელი მომღერალი და ბასისტი, რომელიც პრინცთან ერთად უკრავდა ბოლოს. ნიკუშა ჩემი მეგობარია და საშინლად გამიხარდა ეს ამბავი! ვამაყობ და გული მიჩუყდება რამდენჯერაც ვუყურე. არ შემეძლო არ გამეზიარებინა!”