18 მაისი, 2017

შალიკაშვილის თეატრის საჩუქარი დამოუკიდებლობის დღეს

შალიკაშვილის თეატრი გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და აანონსებს ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას: “შალიკაშვილი / ფეტვიაშვილი წარმოდგენა”, რომელიც გაიმართება რუსთაველის გამზირზე.

შალიკაშვილის თეატრის მსახიობთა დასი გააცოცხლებს შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის პერსონაჟებსა და თანამედროვე ქართველი გენიალური მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატებს.

მაისის თვის დასკვნითი ივენთის გაფორმებასა და ორგანიზებაზე ზრუნავენ ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი (რეჟისურა), ანუკა მურვანიძე (გრიმი), სალომე ფილიშვილი (ქორეოგრაფი), ლაშა დევდარიანი (კოსტუმების დიზაინერი). ტექსტს კითხულობს ამირან შალიკაშვილი.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.