18 მაისი, 2017

ქართველ გრიმიორს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ახალგაზრდა ქართველ გრიმიორს ქეთო ჩანთაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

ქეთო ჩანთაძე:

“19 წლისამ გადავიწყვიტე პროფესიონალი ვიზაჟისტი გავმხდარიყავი, ძალ-ღონე არ დამიშურებია.

დღეს ის ვარ, რაც 19 წლისას მინდოდა, ეხლა კი მინდა სამომავლოდ ჩემი გრიმი დიდი ეკრანზე გამოჩნდეს, ჰოლივუდის სკოლაში ვაბარებ, დავამტკიცებ რომ გრიმთან სიჯიაი (კომპიუტერული გრაფიკები) ვერასდროს მივა, ეს რევოლუციური გარდატეხა იქნება ჩემს პროფესიაში.

ადამიანებს უჭირთ იმის დაჯერება, თუ რამხელა ძალა აქვთ და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მათ თავიანთი შესაძლებლობების შესახებ, ვიცი ყველაფერი გამოვა.

ყველაზე მეტად ოდესმე რაც გამიკეთებია იმით ვამაყობ, რომ სხვისთვის დრაივის მიმცემი და სამაგალითო გავხდი. ამ ეტაპზე ხალხის გამოღვიძებაზე უფრო დიდს ვერაფერს გავაკეთებდი ალბათ. მერწყული ვარ ბოლო ბოლო.”

იმისთვის, რომ ქეთო ჰოლივუდის პრესტიჟულ სკოლაში მოხვდეს, იგი Cinema Makeup School-ის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ქეთო მიიღებს სრულ დაფინანსებას და პროფესიონალურ დონეზე ისწავლის გრიმიორობას.

კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემით. ხმის მიცემა უფასოა და შესაძლებელია ყოველდღე ლინკზე –http://bit.ly/VoteforChanta

ქართველმა გრიმიორმა კონკურსისთვის შექმნა კოსტიუმი ცნობილი ფილმის Hellboy 2-ის ერთ-ერთი გმირისთვის – “სიკვდილის ანგელოზისთვის”.